მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა რეალურია? - გამყრელიძის პასუხი

6177b686a1f26
ინგა მურუსიძე
26.10.21 13:10
902
25 ოქტომბერს სულ 4 927 ადამიანი აიცრა. 26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია 928 081 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.5%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად კი, წლის ბოლომდე 60% უნდა აიცრას.

ვაქცინაციის არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია წლის ბოლომდე ვაქცინაციის 60%-იანი ნიშნულის მიღწევა. 

„იმისთვის, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, მომდევნო ორ თვეში ყოველდღიურად 17-20 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს; ეს რეალური იქნება თუ ყველა ერთად მოვნდომებთ.

მე არ ვამბობ, რომ დღეში 50-60 ათასი აცრა ჩატარდეს - ეს ვერ გავაკეთეთ აგვისტო-სექტემბერში და ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ 15-17 ათასი აცრა ჩატარდეს დღეში. ეს შესაძლებელია, თუ მოსახლეობას დავარწმუნებთ და თავის მხრივ, ესეც შესაძლებელია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.