მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წლის ბოლომდე შესაძლოა რესტორნების მხოლოდ 10% დარჩეს ღია“

5f5c9191a1a6f
BM.GE
12.09.20 15:00
1970
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში ბევრი სუსტი ობიექტი დაიხურა და ახლა ნელ-ნელა ძლიერი მოთამაშეებიც მიყვებიან“, -ამის შესახებ, გადაცემა „საქმიან დილაში“, შეფ-მზარეულმა, გურამ ბაღდოშვილმა ისაუბრა. მისივე თქმით, ჰორეკა სექტორი ეკონომიკას ვერ გადაარჩენს, მაგრამ ჰორეკა სექტორის გადარჩენა შესაძლებელია, თუკი სახელმწიფო გააუქმებს გარკვეული ვადით გადასახადებს, რათა ის ობიექტები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ და კარი აქვთ ღია, შეძლონ გადარჩენა.

„სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დარჩეს რაიმე კვების ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება იქნება მძიმე და დღეს თუ 50% არის რესტორნების დაკეტილი, წლის ბოლომდე მხოლოდ 10% დარჩება ღია მდგომარეობაში. ფაქტია ისიც, რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ეკონომიკურად კვების ობიექტი, თუკი მომხმარებელს არ ექნება ფული რესტორანში დახარჯვის, ამ შემთხვევაშიც გაკოტრებამდე მივდივართ“ - აღნიშნა გურამ ბაღდოშვილმა.

შეფ-მზარეულის თქმით, ჰორეკა სექტორში ჩართული ადამიანები ამ ეტაპზე მუშაობენ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში სახელმწიფოსაც გააცნობენ.

„ზაფხულის პერიოდში ყველა ისვენებდა, შესაბამისად არ გვქონდა საშუალება შევკრებილიყავით და გარკვეული გეგმა დაგვესახა, ამიტომ ახლა დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით და იმედია გაითვალისწინებს სახელისუფლებო უწყების წარმომადგენლები ჩვენს შეთავაზებებს, რადგან ეს იქნება საინტერესო როგორც ქვეყნისთვის, ასევე თავად სექტორისთვის“ - განაცხადა შეფ-მზარეულმა, გურამ ბაღდოშვილმა.