17.მარტი .2020 22:30

წლის ბოლოს ინფლაცია 2%-იან ნიშნულზე იქნება - "თიბისის" მთავარი ეკონომისტი

views 666
უკან

"თიბისი" ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია ვარაუდობს, რომ არსებული შეწონილი კურსის გათვალისწინებით წლის ბოლოს ინფლაცია 2%-იან ნიშნულზე გავა. მისი თქმით, მთავარი ფაქტორები ნავთობის ფასი და შიდა მოხმარება იქნება შეწონილ გაცვლით კურსთან ერთად.

„ინფლაციის გამოთვლისას ძირითადი აქცენტი ლარის გაცვლით კურსზე გვექნება. თუმცა საუბარია შეწონილ კურსზე და არა მხოლოდ ლარი-დოლარის წყვილზე. მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შიდა მოთხოვნა და ნავთობის ფასები. თუმცა არ ვთვლით, რომ ჩვენს რეალობაში შიდა მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსხვავებით აშშ-სგან. ამ ფაქტორების კომბინაციას თუ დავუმატებთ მაღალ საბაზო ინფლაციას, შემდეგ თვეებში ვფიქრობთ, რომ საბაზისო სცენარით 2%-ზე გავა წლის ბოლოს.“ - განაცხადა ნადარაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში წლიური ინფლაცია 6.4% იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა