TBC Capital-ის შეფასებით, 2021 წლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3-3.3 ლარის ფარგლებში იქნება, ერთი ევროს ღირებულება კი 3.69-3.86 ლარის ფარგლებში არის ნავარაუდევი.
პრეზენტაციის მიხედვით, ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედი დადებითი ფაქტორებია:
• ტურიზმის აღდგენა;
• სებ-ის რეზერვები;
• გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა;
• ბიუჯეტის საგარეო დაფინანსება;
• სავალუტო სესხების გააქტიურება;
• აშშ დოლარის დასუსტება.
ნეგატიური ფაქტორების ჩამონათვალი კი ასეთია:
• თურქული ლირის გაუფასურება;
• პანდემიის გახანგრძლივება;
• Fed-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის ნაადრევი გამკაცრება და აშშ დოლარის გაძვირება.
"თიბისი ბანკის" მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას განმარტებით, საშუალოვადიან პერიოდში კურსს, სავარაუდოდ, უფრო გამყარების ტენდენცია უნდა ჰქონდეს. ამასთან, მისი თქმით, თურქული ლირას გაუფასურება მართალია, ლარზე ახდენს გავლენას, თუმცა "აუცილებელი არ არის, ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს."
გაცვლით კურსთან ერთად, ახალ პროგნოზში ქვეყანაში მოსალოდნელ ეკონომიკურ არის საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით აღდგება.
დოკუმენტის თანახმად, შემდგომი წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასეთია:
● 2021 წელი - 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდა;
● 2022 წელი - 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა;
● 2023 წელი - 5.5%-იანი ეეკონომიკური ზრდა.
TBC Capital-ის თანახმად, ქვეყანაში ამჟამად გამოწვევად რჩება ინფლაცია. ახალი პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მომდევნო თვეებშიც მაღალ ნიშნულზე დარჩება და ის 6%-მდე მხოლოდ ნოემბერში შემცირდება, ხოლო საბაზისო ეფექტის გამო, TBC Capital-ი დეკემბერში ინფლაციის კვლავ 7.4%-მდე გაზრდას პროგნოზირებს და ის 2022 წლის იანვარსა და თებერვალშიც მაღალ ნიშნულზე იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი