მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველ ნახევარში საქართველოს ექსპორტი 36%-ით, იმპორტი კი 35%-ით გაიზარდა

62f9f0c2bbf30
გიორგი თოლორდავა
15.08.22 11:09
1036
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.

აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 3,098 მილიონი აშშ დოლარი იყო (36.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7,087 მილიონი დოლარი (34.8%-ით მეტი).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ივლისში 3,988 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა.