15.აგვისტო .2019 17:00

წლის ყველაზე დიდი ყოველდღიური დანაკარგი: ამერიკული საფონდო ბირჟები მინუსში წავიდნენ

views 438
უკან

ამერიკის საფონდო ბირჟები ისევ ოპტიმიზმის გარეშე დარჩნენ. შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო კონფლიქტის დროებითი დასტაბილურების შემდეგ, აშშ-ის უმსხვილესი ინდექსები გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ, მნიშვნელოვანი მინუსით დახურა.

Dow-Jones-Index-მა ვაჭრობა 3,05 პროცენტიანი წაგებით დაასრულა, 25,479 პუნქტი დააგროვა, ხოლო 800 დაკარგა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მინიმალური მაჩვენებელია. S&P 500-მა 2,9%-ით იზარალა, ხოლო ტექნოლოგიურმა ბირჟა Nasdaq-მა 3 პროცენტიანი წაგება იწვნია და 7774 პუნქტით დაამთავრა ვაჭრობა.

როგორც Bloomberg იუწყება, საფონდო ბირჟებზე ნეგატიური გავლენა აშშ-ის სახელმწიფო ვალის ბაზარზე ორწლიანი და ათწლიანი ობლიგაციების მოგების ინვერსიის დაფიქსირებას მოჰყვა. პირველად 2007 წლიდან, დროებითი გადაწყვეტილებით, გრძელვადიანი ობლიგაციები მოკლევადიანზე უფრო დაბალ პროცენტს მიიღებენ.

ბაზრის დამკვირვებლები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი ინვესტორებში შეშფოთებას იწვევს, რადგან ისინი მოვლენებს განიხილავენ როგორც ძლიერი რეცესის ნიშანს.