მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლიურად ნავთობი 62.5%-ით გაძვირდა, ბარელის ღირებულება 83.4 დოლარია

618a20bb0d5db
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.21 16:09
653
ბოლო 12 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნედლი ნავთობის საფასური 62.5%-ით არის გაზრდილი და ამჟამად ბარელის ღირებულება $83.4 დოლარს შეადგენს. მას შემდეგ, რაც წინა კვირის ბოლოს ის 2%-ით შემცირდა, 8 ნოემბერს ნავთობის ფასი  0.69%-ით გაიზარდა.

ნავთობზე მოთხოვნას გლობალურად გააქტიურებული საავიაციო მიმოსვლაც ზრდის. ფრენების აღდგენასთან ერთად, საავიაციო საწვავზე მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება.

ნავთობის ფასზე ასევე გავლენა მოახდინა აშშ-ში ინფრასტრუქტურის შესახებ კონგრესის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც აშშ-ში საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურაზე $1 ტრილიონის ინვესტიციებს მოიცავს.

ბუნებრივია, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირება გავლენას ახდენს საქართველოში საწვავის ფასზეც.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" განმარტავს, რომ საქართველოში ამავე პერიოდში საწვავის ფასმა 43%-ით მოიმატა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში ქვეყანაში საწვავის ფასის კიდევ მომატებაა მოსალოდნელი. ამასთან, BAG აღიშნავს, რომ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასებს განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონიუნქტურა. ქვეყნის შიგნით კი საწვავის სარეალიზაციო ფასის დადგენაში მონაწილეობას იღებს 3 მთავარი პარამეტრი: საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, საწვავის იმპორტზე მიკუთვნებული გადასახადები და აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.

"რეგულარის საცალო ფასის ზრდამ მხოლოდ +43% შეადგინა, რაც ახლოსაც კი ვერ მიდის საერთაშორისო ფასების ზრდის პროპორციასთან (+109%). სწორედ ეს იყო ნათქვამი „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის მიერ ამ საკითხზე კომენტირებისას, უბრალოდ ვციტირებთ: “საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, ფასები ადგილობრივ ბაზარზე პირდაპირპროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, რომ კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს",- ნათქვამია BAG-ის განმარტებაში.