მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლიურად ოქტომბერში ტაქსით მგზავრობა 12.9%-ით გაძვირდა

5dcbad98bce9a
შოთა ტყეშელაშვილი
13.11.19 12:25
1874
გასული წლების განმავლობაში თბილისში ტაქსით მგზავრობის საფასური გარკვეულწილად სტაბილურობას ინარჩუნებდა და წლიურად 3%-4%-ზე მეტად არ იცვლებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ტაქსების შესახებ დაწესებული რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ამოქმედდა, წლიურ ჭრილში ტაქსით მომსახურება რეკორდული ტემპით - 12.9%-ით გაძვირდა.

საქსტატის ფასების წლიური ინდექსის ბაზის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში ტაქსით მგზავრობის საფასური იყო ერთ-ერთი სწრაფად მზარდი იმ საქონელსა და მომსახურების ღირებულებებს შორის, რასაც საქსტატი ყოველთვიურად ზომავს.

2019 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში ტაქსით მგზავრობის ღირებულება 5.77%-ით გაძვირდა.

წლიდან წლამდე ტაქსით სარგებლობის ფასები ასე იცვლებოდა:



გრაფიკიდან ჩანს, რომ დედაქალაქში 2012-2016 წლებში ტაქსით მგზავრობის გასაშუალოებული ღირებულება თითქმის უცვლელი იყო. მეტიც, ის ფასების საერთო დონის ცვლილებაზე (ინფლაციაზე) ნაკლებად მერყეობდა, ეს კი ნიშნავს, რომ მისი რეალური ღირებულება იკლებდა.