03.ნოემბერი.2015 11:31
ეკონომიკა

წლიური ინფლაცია 5,8 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაცია 5,8 პროცენტამდე გაიზარდა
2015 წლის ოქტომბერში, 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,8 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,8 პროცენტი შეადგინა. საშუალოწლიური ინფლაცია კი 3,5% იყო.
ოქტომბრის წლიური ინფლაცია 35 თვის მაქსიმუმია. სექტემბერში წლიური ინფლაცია 5,2% იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 2015-2016 წლებისთვის 5%-ია. ოთხშაბათს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა იმართება. კომიტეტი ინფლაციის მაჩვენებელს მონეტარული პოლიტიკის განსასაზღვრად იყენებს. ამჟამად რეფინანსიორების განაკვეთი 7%-ია და წლის განმავლობაში ის 5-ჯერ გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა ბოლოს განაკვეთი სექტმებერში, 1 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

ოქტომბრის წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22,2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,1 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ფასები ძირითადად გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (27,4 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რამაც წლიურ ინდექსზე 0,82 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღნიშნული ზრდა, ძირითადად, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე ფასების 10,5 პროცენტით ზრდით იყო გამოწვეული.
ავტორი: ბიზნესკონტაქტი

24.აპრილი.2019 10:00
13

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:52
35

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:20
47

„VTB ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:00
79

იდეა იმ რეგიონების დასახმარებლად, სადაც ჰესები შენდება - რას ფიქრობენ დეპუტატები

ვრცლად
24.აპრილი.2019 00:30
98

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად
23.აპრილი.2019 23:00
125

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად