„სიღნაღელებს განსაკუთრებულად შეუძლიათ ერთობით იშრომონ მუნიციპალიტეტის, თავისი მხარის წარმატებაზე, ამის ძალიან დიდი პოტენციალი და ტრადიციაა - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გამოწვევები კვლავ რჩება და წინ ბევრი საქმეა.
„ზუსტად ვიცი რა საჭიროებები აქვს მუნიციპალიტეტს. სიღნაღელებთან ერთად დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, სიღნაღს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია. წნორელებთან ერთად ვგეგმავთ, როგორ შეიძლება წნორი იყოს აგროსამრეწველო ცენტრი. თითოეულ სოფელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფუნქცია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ბოდბისხევის ტრადიციული ბაზარი, რომელიც საუკუნეზე მეტი ტრადიციის არის.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში მუნიციპალიტეტებში ბევრი რამ შეიცვალა. რომ დავდივარ სოფლებში ვხვდები ძალიან ბევრ სკოლებს, ბაღებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, რომლებიც ახალი გაკეთებულია. თითქმის სრულად გაზიფიცირდა ყველა სოფელი. ცალკე აღსანიშნია თვითონ წნორის მასშტაბური პროექტი, რომელიც 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს. უკვე დაწყებულია დამატებით 13 სოფლის წყალმომარაგების საკითხის გადაწყვეტა, რომელიც, ალბათ, საბოლოო ჯამში უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში გვქონდეს შესაძლებლობა 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის.
ამ ყველაფერთან ერთად არ მინდა გავექცე იმ გამოწვევებს, რომელიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას და პრობლემებს, რომელიც განსაკუთრებულად გამოიყო. ეს არის საცხოვრებლისა და მიწების რეგისტრაციის პრობლემები, აუცილებლად ვიზრუნებ ამ საკითხზე, რომ დავაყენო შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები როგორც კი პარლამენტში შევალთ, რათა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მელიორაციის საკითხებზე, რომელშიც ცალსახად ვიქნები ჩართული, რომ ეს პროცესები სწრაფად წავიდეს“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, ცალკე აღსანიშნავია ტურიზმი, რომელიც ალბათ პანდემიის შედეგად ერთ-ერთი დაზიანებული სექტორია.
"აუცილებლად უნდა გაგრძელდეს შემნახველი და გადამამუშავებელი პროექტების დაფინანსება სახელმწიფოსგან და მე, დავით სონღულაშვილმა მინდა გითხრათ თითოეულ მოქალაქეს, მზად ვარ ვისაც ექნება სურვილი, მივყვე ბოლომდე, რომ მაქსიმალურად შეძლონ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამებში"- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?