“დელივერი სფეროს მონოპოლისტების Wolt-ის და Glovo-ს მხრიდან სარესტორნო სექტორთან კონკრეტულ თემაზე მოლაპარაკებები ვერ მოხერხდა", - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ bm.ge-ს განუცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სარესტორნო და ე.წ. დელივერი სექტორის წარმომადგენლებთან გუშინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბურჯანაძის განმარტებით, შეხვედრის თემა, დელივერი სერვისის კომპანიების მხრიდან კონკრეტული შეკვეთიდან მიღებული პროცენტის შემცირება იყო, რაზეც ორ მხარეს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
“რესტორანი პირობითად, 100-ლარიან შეკვეთას რომ მოამზადებს და აქედან, 30%-ს პლუს Wolt-ი და Glovo აიღებს, ეს სამართლიანია? საკმაოდ დიდი პროცენტია. სამწუხაროდ მათ ვერ გაიზიარეს ეს და შეთანხმებაზეც არ მოდიან, მათთვის უკიდურესი აუცილებლობაა ამხელა ტარიფის ჰქონდა. როგორც აღნიშნეს, რადგან ისინი უცხოური კომპანიები არიან და მათი დანახარჯი დიდია, თანაც იმდენად, რომ თანხის შემცირებაზე საუბარი ზედმეტია. ჩემი აზრით, ეს განცხადებები აბსოლუტურად აბსურდული და ზედმეტია. სარესტორნო ბიზნესი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ე.წ დელივერი სფერო დათმობაზე წასულიყო, რაც არ მოხდა.” - განაცხადა ბურჯანაძემ.
თუმცა მისი თქმითვე, განსხვავებული სიტუაციაა სტარტაპებთან მიმართებით, ვინც ბაზარზე ფეხის მოკიდებას ახლა იწყებს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის თქმით, ეს მსხვილ კომპანიებთან კონკურენციას გააჩენს.
"“ელვისი", "კიკი" და კიდევ სხვა კომპანიები ამ სფეროში შემოდიან, კარგია ბაზარზე მონოპოლია აღარ იქნება და ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდება. სტარტაპებს ვურჩიეთ, რომ სარესტორნე სფეროს კარგად გაცნობოდნენ. მათ უფრო ესმით ჩვენი მდგომარეობა, სტარტაპები შეკვეთიდან 20%-ის მიღებას აპირებენ და ეს რეალური თანხაა. სტარტაპები რომ არ შემოდიოდნენ, რესტორნები უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. კონკურენცია ბაზარს დაარეგულირებს", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით მუშაობენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის