მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt-ის პარტნიორი კურიერების ნაწილი კომპანიას ბოიკოტს უცხადებს - მოთხოვნები

6425488210add
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.23 12:48
654
Wolt-ის პარტნიორი კურიერების ნაწილი კომპანიას ბოიკოტს უცხადებს - ამის შესახებ BM.GE-ს Wolt-ის კურიერმა და საპროტესტო აქციის მონაწილემ სანდრო არჩიბალდიმ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კურიერებმა 29 მარტს „მონოჰოლში“ გამართულ კურიერების მეორე კონფერენციაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ამ შეხვედრას დაახლოებით 250 კურიერი ესწრებოდა.

„კონფერენციაზე კურიერების უმრავლესობამ მხარი ბოიკოტს კომპანიის მიმართ მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებამდე დაუჭირა. 4 მოთხოვნა გვაქვს:
• ღირსეული ანაზღაურება;
• ხელმძღვანელობის ცვლილება;
• ანტიკონსტიტუციური დევნის შეწყვეტა;
• კოლექტიური მოლაპარაკება.

ასევე მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიები ქალაქის მასშტაბით, რათა კურიერებს, ვისაც ხმა ვერ მივაწვდინეთ ავუხსნათ, რომ ასეთი საპროტესტო აქცია გვაქვს და მოვუწოდოთ სოლიდარობისკენ. საბურთალოზე გამრეკელის 2 ნომერში უწყვეტი ეთერის საშუალებით მედია „მაუწყებლის“ ეთერით გვექნება პირდაპირი ეთერი“, - აღნიშნა სანდრო არჩიბალდიმ.