მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wolt: მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება... ჩვენთან ათასობით კურიერი თანამშრომლობს

5e85b8b61be96
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 10:15
3268
მოსახლეობისთვის საკურიერო სერვისის მიმწოდებელი კომპანია “ვოლტის“ გენერალური დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთხოვნა მათ მომსახურებაზე ყოველდღიურად იზრდება და მდგომარეობაც იცვლება, შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად სწრაფად ახდენენ მობილიზებასა და არსებულ მოთხოვნაზე მიწოდებას.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას ნატალია ხიზანიშვილი აღნიშნავს, კომაპნია მხოლოდ რესტორნებთან და სასურსათო კომპანიებთან თანამშრომლობს.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვეცვლება რეალობა და ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გადაწყობა. იცით, რომ საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი კარანტინის ამოქმედების შემდეგ შეიცვალა სამუშაო საათები და დატვირთვა უფრო დღის განმავლობაში გადმოვიდა. შესაბამისად, ვაკვირდებით მოვლენების ცვლილებას და ვცვლით სამუშაო მიდგომებსაც. გავამკაცრეთ უსაფრთხოების მიმართულება კურიერების ნაწილში, მომზადებული გვყავს ახალი კურიერები და საჭიროების და გაზრდილი მოთხვნის შემთხვევაში, მალე ვიმოქმედოთ. ბევრი ახალი პარტნიორი არ დაგვიმატებია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მომზადებულები ვიყავით სანამ დაწყებოდა კრიზისი და ისედაც გვყავდა ახალი პარტნიორები. სამწუხაროდ, პარტნიორ-კურიერთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან 1 000-ობით კურიერი თანამშრომლობს.

მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ზუტს რიცხვს ვერ დავასახელებთ, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ რესტორნებთანაც, ზოგან მიწოდების სერვისი კვლავ აქტიურია, ზოგან იზრდება, ზოგი რესტორანი კი, საერთოდ დაიკეტა. ჩვენ დავამატეთ სუპერ-მარკეტები და ამ მიმართულებითაც მოთხოვნა გაზრდილია და ყოველდღიურად იზრდება. ამასთან, შეგვიმცირდა სამუშაო საათები და ამის ხარჯზე გაგვეზარდა დატვირთვა“, - განაცხადა „ვოლტის“ გენერალურმა დირექტორმა.

ამასთან, ის ამბობს, რომ მათი კომპანია სრულად იზიარებს და ასრულებს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

„ჩვენი ოფისი სრულად დისტანციურ რეჟიმში უკვე სამი კვირაა რაც გადასულია ანუ ოფისში არ ხდება მუშაობა. რაც შეეხება პარტნიორ-კურიერებს, ჩვენ გვაქვს მათთან რამდენიმე საათში ერთხელ კომუნიკაცია და ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც სახელმწიფო გვიწესებს, ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - ყველა ამ რეკომენდაციას ზედმიწევნით ვასრულებთ, ვაწვდით კურიერებს საჭირო ორი პროდუქტებს - ჩანთის სადეზინფექციო სნარებს, ხელის სადეზინფექციო ხსნარებს, პირბადეებს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვაწვდით იმისთვის, რომ მათ შეძლონ წესების დაცვა და ვახსენებთ, როგორ უნდა დაიცვან ეს წესები“, - უთხრა BM.GE-ის ნატალია ხიზანიშვილმა.