მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობის ფასი დაეცა | ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

64217161b302a
გიორგი თოლორდავა
27.03.23 14:53
660
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის გაუფასურების ტენდენცია ფიქსირდება - ბოლო სავაჭრო სესიაზე ბარელი Urals-ის ფასი დამატებით 5.2%-ით, 50-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა. ერთწლიან პერიოდში რუსული ნავთობი ბირჟაზე თითქმის 50%-ითაა გაიაფებული, რაც პირდაპირ კავშირშია დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებასთან.

რაც შეეხება გლობალურ ბენჩმარკებს, ბარელი Brent-ის ფასი 75 დოლარამდეა გაზრდილი; WTI Crude-ის ფასი კი 70 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან ჭრილში ნავთობის ფასი საშუალოდ 3%-ითაა გაზრდილი; ხოლო ერთწლიან პერიოდში ვარდნის მაჩვენებელი 30%-ს აღწევს.

აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ევროპულ გაზთან მიმართებითაც. მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება 43 დოლარს შეადგენს, რაც ერთ დღეში 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აგრეთვე მკვეთრად, 6.5%-ითაა გაზრდილი ბრიტანული ბუნებრივი აირის ღირებულებაც.