მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია-მედიას: თვითიზოლაციაში რომ გადავიდე, ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს?

5f8d6132e663e
ინგა მურუსიძე
19.10.20 13:49
1991
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანს covid 19 დაუდასტურდა. ინფორმაცია წილოსანმა თავად გაავრცელა და თქვა, რომ მიუხედავად ნორმების დაცვისა, ვირუსისგან თავი მაინც ვერ დაიცვა. როგორც ცნობილია, ნინო წილოსანი გურიაში მართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.

როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, გურიაშიც და სხვა ყველა შემთხვევასიც პირბადე მუდმივად უკეთია, თუმცა პრევენციისთვის ტესტი გაიკეთა და covid-უარყოფითია.

„როცა ჩვენ ქალბატონ ნინო წილოსანთან ერთად ვმონაწილეობდით საარჩევნო კამპანიაში, ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის მეც და გუნდის სხვა წარმომადგენლებსაც გვეკეთა პირბადე. ლოგიკურია ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო უმაღლესი, თუმცა იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს თანამშრომლებთან მაქვს, გავიკეთე ტესტი და პასუხი არის უარყოფითი. ახლა თქვენ რა გინდათ, როცა ტესტზე პასუხი არის უარყოფითი, პირბადე სულ მიკეთია, თვითიზოლაციაში გადავიდე? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ რაიმე იდეა გაქვთ“, - რიტორიკული კითხვით მიმართა პრემიერმა მედიის წარმომადგენელს.