მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

612e2a4fde2ab
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.21 17:10
906
31 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1107 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6806 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.33 თეთრით შემცირდა და 4.2841 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.