მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MY.GE-დან „თიბისი დაზღვევაში" - მურთაზ ფუტკარაძემ მარკეტინგის დეპარტამენტი ჩაიბარა

615f28a7af321
ინგა მურუსიძე
07.10.21 19:46
1764
„თიბისი დაზღვევის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკეტერი მურთაზ ფუტკარაძე გახდა. ის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ფუტკარაძე თითქმის 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა MY.GE-ს მარკეტინგის გუნდს.

რაც შეეხება „თიბისი დაზღვევას“, მურთაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ „თიბისი დაზღვევა“ ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, ძალიან დიდი ამბიციებითა და მუდმივად განვითარებისკენ მომართული.

„ვფიქრობ, 21-ე საუკუნის მარკეტერი იდეალურად უნდა ახერხებდეს ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კლასიკური ხელოვნების და თანამედროვე ტექნოლოგიებისა თუ მონაცემთან ანალიზის და მომხმარებლების მოლოდინების დაკმაყოფილების იდეალურ შერწყმას. ვფიქრობ, ჩემი როლიც ახალ გუნდში ეს იქნება, სწორად გავიგოთ მომხმარებლის მოლოდინები ჩვენი ბრენდის მიმართ და მაქსიმალურად ეფექტიანად მივიტანოთ კომპანიისა თუ პროდუქტის სათქმელი მომხმარებლამდე, ტრაციულთან ერთად ციფრული არხების დახმარებით“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება მიზნებს, მურთაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ თიბისი დაზღვევა Customer Centric(მომხმარებელზე ორიენტირებული) კომპანიაა, რომლის მთავარი მიზანია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და მარკეტინგის გუნდის მიზანიც ეს იქნება.

მარკეტერი მიიჩნევს, რომ „თიბისი დაზღვევა“ უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ძალიან ძლიერი და მომხმარებლების საყვარელი ბრენდი, რომლის უკან ძალიან ძლიერი მარკეტინგის გუნდი იყო, ხოლო ამ პირობებში კიდევ უფრო წინ წასვლა რა თქმა უნდა არ იქნება მარტივი, მაგრამ ბრენდის განვითარებასთან ერთად უფრო მეტ ფოკუსში იქნება Product Oriented Marketing.

„მთავარი მიზანია მომხმარებლებამდე სწორად მივიტანოთ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები, გავზარდოთ და გავიმყაროთ ბაზრის ლიდერის პოზიციები და გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით“, - ამბობს ფუტკარაძე.

„თიბისი ჯგუფმა“ My.ge-ის 100%-იანი წილი შეიძინა