24.თებერვალი .2022 19:06

ლატვია და ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას წყვეტენ

ლატვია და ჩეხეთი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას წყვეტენ
views 1068
უკან

ლატვია რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას წყვეტს - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი "ტვიტერში" წერს.

განცხადებაში აღნიშნული, რომ ლატვია რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას წყვეტს და თავის ელჩს რუსეთიდან უკან იწვევს.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ჩეხეთმაც. კონკრეტულად კი ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა. გამონაკლისს წარმოადგენს ჰუმანიტარული შემთხვევები. აღნიშნულის შესახებ დღეს ჩეხეთის პრემიერმა პეტრე ფიალამ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მინისტრთა კაბინეტმა პეტერბურგსა და ეკატერინბურგში გენერალური საკონსულოების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და თავისი თანამშრომლები ჩეხეთში გაიწვია.