მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი შეკრებები გახშირდა, ეპიდსიტუაცია უარესდება - ამირან გამყრელიძე

60e81fe9d4e7e
ინგა მურუსიძე
09.07.21 14:26
1097
დიდი შეკრებები გახშირდა და ეპიდსიტუაცია, რომელიც დაბლა მიდიოდა, ბოლო ერთი კვირაა ერთ დონეზეა და პირიქით, უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდში ხშირად ირღვევა რეგულაციები.

„ერთადერთი რჩევა არის, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, ავარიდოთ თავი შეკრებებს, გავიკეთოთ პირბადე ღია სივრცეებში და მასობრივი თავშეყრის ადგილებში. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაცია“, - ამბობს გამყრელიძე.

ის მოქალაქეებს ვაქცინაციის კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდებს.