მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WSJ: დამალა თუ არა პეკინმა Covid-19-ის შესახებ ინფორმაცია?

5e8e137710d78
მარიამ ადამია
09.04.20 00:00
2882
კორონავირუსის პანდემია იქნება გაკვეთილი მომავლისთვის, თუ როგორ გავუმკლავდეთ კრიზისს, გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე და პარალელურად ნაკლები ზიანი მივაყენოთ ქვეყნების ეკონომიკებს. ამის შესახებ WSJ–ი წერს. გამოცემის ცნობით, ნომერი პირველი გამოსავალი იმისა, რომ შემდეგი პანდემია ნაკლებად მომაკვდინებელი იყოს მსოფლიოსთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეფორმირებაზე გადის. და თუ რატომ, ამის გასარკვევად მივყვეთ მოვლენებს ეტაპობრივად.

კორონავირუსის აფეთქვება ქალაქ ვუჰანში, შემოდგომის პერიოდში, ნოემბერი დაიწყო, ხოლო დეკემბერში ეს პროცესები მხოლოდ დაჩქარდა. საერთაშორისო მედია იუწყება, რომ ჩინურ ლაბორატორიებში, კორონავირუსის გენომი გაშიფრული უკვე დეკემბრის ბოლოსთვის იყო, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამ ნიმუშების განადურების ბრძანება გასცა და შესაბამისად, შედეგები არ გამოქვეყნებულა.

30 დეკემბერი - ექიმმა ლი ვენლიანგმა საჯაროდ აცნობა ექიმებს და მოქალაქეებს ვირუსის შესახებ, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის დაადანაშაულა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

31 დეკემბერი - ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გააფრთხილა, რომ მათ აქვთ მტკიცებულება, იმისა რომ ვირუსის გადატანა ადამიანიდან-ადამიანზე შესაძლებელია. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ორგანიზაცია პეკინს ემორჩილება და არ აქვს კარგი ურთიერთობა ტაივანთან, ეს სიმართლე დაიმალა.

14 იანვარი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა "ტვიტერზე" განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების თანახმად, ვერ დადგინდა ადამიანის გადაცემაზე ნათელი მტკიცებულებები. ამ დეზინფორმაციის გამოაშკარავებას კი ზუსტად ერთი კვირა დასჭირდა.

22-23 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა დასვა საკითხი - გამოცხადდეს თუ არა Covid-19 საერთაშორისო ჯანმრთელობის გადაუდებელ მდგომარეობად. ამ დროს უკვე ვირუსი გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში და ამგვარი დეკლარაციის მიღება უკეთ მოამზადებდა სამყაროს საშიშროების წინაშე. რეალურად, ეს მარტივი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, რომ არა პეკინის წინააღმდეგობა, ამიტომაც გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა წინადადება გაუაქმა და გაემგზავრა ჩინეთში, მისი თქმით, პოლიტიკურ საკითხებზე და არა ჯანდაცვის მიმართულებით შესასრულებელი მისიის გამო.

30 იანვარი - ერთი კვირის დაგვიანებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო აღნიშნული დეკლარაცია და განაცხადა, რომ მას ეჭვი არასდროს შეჰპარვია ჩინეთის ჯანდაცვის პოლიტიკის გამჭვირვალობაში. თუმცა, საუთჰემპტონის საუნივერსიტეტო კვლევის თანახმად, კორონავირუსული შემთხვევების რაოდენობა შეიძლებოდა 95%-ით შემცირებულიყო, რომ არა ჩინეთის მიერ მისი დამალვის მცდელობები.

30 იანვარი - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რეკომენდაცია გასცა, რომ არ შეზღუდულიყო ვაჭრობა და გადაადგილება ქვეყნებს შორის, რადგან ამის აუცილებლობა სამყაროში არ იდგა. თუმცა ეს რეკომენდაცია პრეზიდენტმა ტრამპმა, არ გაითვალისწინა და მეორე დღესვე შეზღუდა გადაადგილება ჩინეთის მიმართულებით. აღნიშული გადაწყვეტილების გამო, ტრამპი ნაწილმა გააკრიტიკა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ შეზღუდვამ გარკვეულწილად შეაჩერა ვირუსის გავრცელება.

11 მარტს - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია და დაიხურა ქვეყნების საზღვრები. ანუ ყველა გადაწყვეტილება რაც აქამდე მიიღეს იყო დაგვიანებული, დაკარგეს დრო და შესაბამისად, ადამიანები.

ეს აღიარება ტრაგიკულია, მაგრამ უმრავლესობის შემთხვევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარუმატებლობა გასაკვირი არ არის და მთავარი ბრალდებული თავად ხელმძღვანელი, ტედროს გებრეისუსია, რომელიც არის პოლიტიკოსი და არა ექიმი.

ამ პროცესებში კი, კიდევ ერთი მთავარი კითხვა იკვეთება, თუ რატომ ეშინია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას უფრო მეტად პეკინის, ვიდრე ვაშინგტონის? რეალურად, წევრ სახელმწიფოებს შორის კონტრიბუციის 12% მოდი ჩინეთზე, 22% კი შტატებზე. შესაძლოა მიზეზი არის ის, რომ ჩინეთი უფრო მეტ საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს, რადგან მისი ეკონომიკა იზრდება და შესაბამისად, ჩინეთის გავლენა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე არის ორგანიზებული და თანმიმდევრული.

და სწორედ ამიტომაც დგას საჭიროება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეფორმირების, რომელსაც ამერიკა ითავებს, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, მათ შორის პირველები იქნებიან იაპონია და გაერთიანებული სამეფო, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან ჩინეთით, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო.