მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WSJ: ექსპერიმენტი ბრაზილიის ქალაქში და ჩინური ვაქცინის შედეგები

609d5bc59ee8f
მარიამ ადამია
13.05.21 22:20
20430
სერანა - ეს 45 000-კაციანი ქალაქია სამხრეთ აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესო როგორც მეცნიერებისთვის, ასევე მედიისთვის, ბოლო სამი თვის განმავლობაში გახდა. ამის მიზეზი ისაა, რომ აქ ექსპერიმენტი ტარდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ ქალაქში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა ფაქტობრივად ყველა მოზარდს გაუკეთდა. შედეგად, პირველ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაეცა და ცხოვრების რიტმი კი დასტაბილურდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის დანარჩენ ქალაქებში კორონავირუსი და პანდემია მძვინვარებს, სერანაში უკვე ბავშვები და მოზრდილები იკრიბებიან, დაბადების დღეებსაც იხდიან, რა დროსაც არც ნიღაბი სჭირდებათ და აღარც დისტანცია.

აღნიშნული ექსპერიმენტი, რომლის შესახებაც The Wall Street Journal-ი წერს, იმედს აძლევს მთელ მსოფლიოს, რომ მასობრივი ვაქცინაცია რეალურ შედეგებს იძლევა. გარდა ამისა, ექსპერიმენტი "სინოვაკის" ვაქცინის ეფექტურობის ახალ მტკიცებულებასაც წარმოადგენს.

ბრაზილიის სატესტო ქალაქში, ცხადია გამონაკლისებიც იყო. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 27 700 ზრდასრულიდან, 27 150 ანუ 98% აიცრა. ამბობენ, რომ მარტის პიკურ პერიოდთან შედარებით, ინფიცირება 75%-ით არის შემცირებული. ხოლო Covid-19-ით სიკვდილიანობა სრული ვაქცინაციის შემდეგ, არც დაფიქსირებულა. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვაქცინა მუშაობს. ამას ქალაქის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაც ადასტურებს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული მოქალაქეებით სავსე იყო, დღეს კი პაციენტებისა და დაძაბულობისგან თავისუფალია.

განყოფილების ადმინისტრატორის თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი კოვიდ-ინფიცირებული მოათავსეს საავადმყოფოში, რომელმაც უარი თქვა ვაქცინაზე.