Wall Street Journal-ის (WSJ) სარედაქციო საბჭო იუწყება, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის მიერ (Wolrd Health Orgnization) პეკინთან მოწიწებით საუბარმა ზიანი მიაყენა გლობალურ საპასუხო რეაქციას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას FOX NEWS-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფლორიდის სენატორმა რიკ სკოტმა კონგრესში გამოძიების დაწყება მოითხოვა. მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს დეზინფორმაციის გავრცელებაში შეუწყო ხელი და პანდემიის მასშტაბურობა ერთობლივად დამალეს.
„WHO ანგარიშვალდებულია პასუხი აგოს იმაზე, რომ ჩინეთს ხელი შეუწყო, დაემალა გლობალური პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ კომუნისტური ჩინეთი იტყუება, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს ასახელებს, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამის რეალური გამოძიებით არასდროს შეწუხებულა“, - განაცხადა რიკ სკოტმა.
გარდა ამისა, რესპუბლიკელმა სენატორმა კონგრესში საკითხი იმის შესახებაც დააყენა, უნდა აფინანსებდეს თუ არა აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ WHO ყოველწლიური ბიუჯეტის 15%-ს სწორედ აშშ-ისგან იღებს და ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნებიდან მიღებულ შემოწირულობებს შორის ყველაზე მაღალია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი