ავია-შეტევის შედეგად დაზიანებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს სრულიად აღგდენისთვის, საუდის არაბეთს შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, - ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საუდის არაბეთს სრულყოფილი ტექნიკური შესაძლებლობები არ გააჩნია, შესაბამისად, პროცესი დროში გაიწელება.
ამას გარდა, გაზეთის ცნობით, თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრა საუდის არაბეთს ასობით მილიონი დოლარი დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ნავთობტერმინალზე განხორციელებული იერიშის შემდეგ, საუდის არაბეთში განაცხადეს, რომ პრობლემას სექტემბრის ბოლომდე აღმოფხვრიდნენ და ნავთობის წარმოება ჩვეულებრივ დონემდე თვის ბოლოდან დაბრუნდებოდა, შესაბამისად, ფასების მატება თავიდან იქნებოდა აცილებული.
Saudi Aramco-ს ნავთობტერმინალზე თავდასხმა 14 სექტემბერს მოხდა. ავიაიერიშის შედეგად, საუდის არაბეთმა ნავთობის ყოველდღიური წარმოება თითქმის 6 მილიონი ბარელით შეამცირა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია: Brent ტიპის ნავთობის ფასი ორშაბათს, 16 სექტემბერს, ბარელზე 71 დოლარამდე ავიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა პრობლემის მალე მოგვარების შესახებ განაცხადა, ფასები შედარებით ისევ დაეცა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ