ჯანდაცვის მსოფლიო ორაგნიზაციის და ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ შექმნილ COVAX-პლატფორმას ამ დროისთვის მილიარდ 650 მილიონი ევროს დაფინანსება აქვს მიღებული, ხოლო ყველაზე დიდი დონორები დიდი ბრიტანეთისა და კანადის მთავრობები არიან. ევროკავშირმა 96 მილიონი ევროს დონაცია განახორციელა. ჯამში კი სულ 22 დონორია. სტატიას ამის შესახებ The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
2021 წლის ბოლომდე, COVAX-ი მიზნად ისახავს Covid-19 ვაქცინების მსოფლიოს 92 ღარიბი ქვეყნისთვის უფასოდ მიწოდებას. ასევე ვაქცინა უნდა მიაწოდონ 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის კანადას და ასევე ისეთ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკა და მექსიკა, რომლებმაც თანხა უკვე გადაიხადეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნებსა და კომპანიებს შორის გარიგებები COVAX-ის დაპირებას საფრთხის ქვეშ აყენებს. მინიმუმ 56 გარიგებას უკვე მოეწერა ხელი, რაც ქვეყნებს შორის კონკურენციასა და ვაქცინის ფასებს ზრდის და ესეც დამატებით პრობლემას წარმოადგენს სამართლიანი გადანაწილების კუთხით.
თავის მხრივ, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, რომ დასახული მიზანი შეასრულონ და ზაფხულამდე მოსახლეობის 70% აცრან.
COVAX-ის განცხადებით, მიმდინარე წელს 2 მილიარდ 270 მილიონ დოზა დასარიგებელ ვაქცინაზეა საუბარი.
მდიდარმა ქვეყნებმა კი უკვე რამდენჯერმე შეიძინეს ვაქცინის დოზები, რომლითაც თავიანთი მოსახლეობა აიცრება სრულად და დარჩენილ დოზებს სხვა ქვეყნებს გაუნაწილებენ, თუმცა როდის დაიწყება საჩუქარი-ზედმეტი დოზა ვაქცინების განაწილება, ჯერ უცნობია.
COVAX-მა მიწოდების პირველირაუნდი 24 თებერვალს დაასრულა. უკვე რამდენიმე ქვეყანამ მიიღო თავისი წილი დოზა. თუმცა, ფაქტია, რომ წლის პირველ ნახევარში მარაგები შეზღუდული რაოდენობითაა. ცნობილია, რომ COVAX-ი მაისის ბოლოსთვის ელოდება 237 მილიონ დოზა AstraZeneca-ს ვაქცინას.
რამდენად დაეხმარება COVAX-პლატფორმა და გაწეული ძალისხმევა მსოფლიოში ჯანმრთელობის კრიზისის დაძლევას და კორონავირუსული პანდემიის დასრულებას. COVAX-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მწვავე ფაზის დასრულებაში ნამდვილად დაეხმარება, თუმცა ამასაც დრო უნდა, რადგან არსებული მარაგი ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარ ქვეყნებში იმუნიტეტის გაძლიერებას. ამიტომ ვირუსი სავარაუდოდ განაგრძობს ცირკულაციას იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან აცრილები, საბოლოო ჯამში, თუ როდის მიიღებენ ქვეყნები საჭირო ვაქცინებს, ეს მაინც თავად მთავრობებზე იქნება დამოკიდებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი