მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WTO: 2020 წლის მეორე II კვარტალში გლობალური ვაჭრობა 18.5%-ით შემცირდება

5ef1ea5899c25
ნათია თაქთაქიშვილი
23.06.20 16:00
885
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (World Trade Orgnization) მიმდინარე წლის გლობალური ვაჭრობის ზრდის პროგნოზი შეამცირა და მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელა.

WTO-ს ვარაუდით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2020 წლის მეორე კვარტალში გლობალური ვაჭრობა 18.5%-ით შემცირდება. რაც შეეხება პირველ კვარტალს, საანგარიშო პერიოდში მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 3%-ით იყო შემცირებული.

ორგნიზაციის მიხედვით, მკვეთრი სხვაობა პირველი და მეორე კვარტლის მონაცემებს შორის კორონავირუსის გამო დაწესებული ლოქდაუნით და ეკონომიკის შეფერხებითაა გამოწვეული.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ წინასწარ ანგრიშში ორი სცენარი გამოყო. ნეგატიური სცენარის მიხედვით, მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 2020 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 13%-ით შემცირდება, ხოლო ოპტიმისტური სცენარით - დარჩენილ მესამე და მეოთხე კვარტალში 2.5%-ით გაიზრდება.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მოვლენების ზეგავლენით, მაგალითად, როგორიც არის COVID ‑ 19-ის მეორე ტალღა, მოსალოდნელზე სუსტი ეკონომიკური ზრდა ან სავაჭრო შეზღუდვები.