მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WTO-ს ქალი ხელმძღვანელი ეყოლება

5f80252c3fbd1
ნათია თაქთაქიშვილი
09.10.20 20:20
1295
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) ისტორიაში პირველად ქალი ხელმძღვანელი ეყოლება. ახალი ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესი ბოლო ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, 8 კანდიდატიდან შეირჩა ორი და ორივე ქალბატონია, მათგან ერთი ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნგოზი ოკონჯო-ივეალაა, ხოლო მეორე სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი იო მიუნ-ჰი.

ფინალში მყოფ ორივე კანდიდატს, როგორც პოლიტიკაში ყოფნის, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ, ორივეს განათლება აშშ-ში აქვთ მიღებული.

ნიგერიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გარკვეული დროით საგარეო მინისტრის პოზიციასაც იკავებდა, ასევე მას ეკავა წამყვანი პოზიციები ეკონომისტის რანგში მსოფლიო ბანკში. ამჟამად ოკონჯო-ივეალა ვაქცინების საერთაშორისო ალიანსის Gavi-ის საბჭოს თავმჯდომარეა.

რაც შეეხებმა მეორე კანდიდატ იო მიუნ-ჰის, ის ვაჭრობის დარგის სპეციალისტია და „დეტალურად ერკვევა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებში“.

ორივე კანდიდატს აქვს უნარი წარმატებით აწარმოოოს მხარეებს შორის შეთანხმებები, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

როგორც გამოცემა წერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ახალ ხელმძღვანელს ნოემბრის დასაწყისისთვის დაასახელებს.