მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WTO: საქონლით ვაჭრობის ინდექსი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

5ec5354d2f603
ნათია თაქთაქიშვილი
20.05.20 21:30
930
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) აცხადებს, რომ საქონლით ვაჭრობის ინდექსი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა და შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეფერხებების გამო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო დაეცეს. ამის შესახებ ინფრომაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

„ამჟამინდელი მდგოამრეობის მიხედვით არანაირი ნიშნები არ არის რომ საქონლით ვაჭრობის ინდექსები გაუმჯობესდება“, - აღნიშნულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ოფიციალურ განცახდებაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვაჭრობის ინდექსები პანდემიამდეც შემცირებული იყო, აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ომის გამო.

მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, საქონლით ვაჭრობის ინდექსები 95.5 ნიშნულიდან 87.6 ნიშნულამდე დაეცა, რაც საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია.

WTO-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქონლით ვაჭრობის ინდექსები 13-32%-ის ფარგლებში შემცირდება, იმის მიხედვით თუ რამდენი ხანი გაგრძელდება პანდემია და რამდენად ეფექტურად უპასუხებს ქვეყნების ეკონომიკა პანდემიის გამოწვევებს.