მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WTO: ვაქცინის მწარმოებლებმა ტექნოლოგიები განვითარებად ქვეყნებს უნდა გაუზიარონ

6065c54151282
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.21 00:50
616
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) განცხადებით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აწარმოებენ, გავითარებად ქვეყნებს საჭირო ოდენობის ვაქცინა უნდა შესთავაზონ ან მისი წარმოების ტექნოლოგიები გაუზიარონ. ამის შესახებ BBC-ი წერს.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნგოზი ოკონჯო-ივეალას განაცხადებით, მიუღებელია, რომ ვაქცინები ღარიბ ქვეყნებს სულ ბოლოს გადაეცეს.

მან მაგალითად დაასახელა AstraZeneca-ს გადაწყვეტილება, რომელიც მზად არის ვაქცინის წარმოება ინდოეთში დაიწყოს. მისივე განცხადებით, AstraZenca-ს სხვა კომპანიებმაც უნდა მიბაძონ.

„ახლა განვითარებად ქვეყნებში არსებობს გამოუყენებელი შესაძლებლობები. აუცილებელია, ისეთივე შეთანხმებების გაფორმება, როგორიც არსებობს AstraZeneca-სა და ინდოეთში სერუმის ინსტიტუტს შორის, რომ ვაქცინების წარმოება განვითარებად ქვეყნებში იყოს შესაძლებელი. ეს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა“, – განაცხადა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული საკითხი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ინდოეთმა, აფრიკამ და ათობით განვითარებადმა ქვეყანამ მოითხოვა თავისუფლად შეძლონ ნაცნობი ტექნოლოგიების საფუძველზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაცინის წარმოება.