მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WTO ყველა შეხვედრას აუქმებს - მიზეზი თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირებაა

5e67e74e4d0eb
თამთა ჯიჯავაძე
10.03.20 23:11
1258
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) ყველა შეხვედრას აუქმებს 20 მარტამდე. ამის მიზეზი კორონავირუსი გახდა. კერძოდ, ორგანიზაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია.

ჟენევაში მდებარე ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს:

„ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენი სამდივნოს თანამშრომლების და წევრების ჯანმრთელობას, ამიტომაც გადავდგით მსგავსი უპრეცედენტო ნაბიჯი. ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ შესაბამის ზომებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა რობერტო აზევედომ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შეხვედრებს ხვალიდან გააუქმებს.