მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წულაია შრომის კოდექსზე - ისეთი რეგულაცია არ იქნება მიღებული, რაც ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს

5da08cb9b7274
შოთა ტყეშელაშვილი
11.10.19 18:34
956
ქართული ოცნების დეპუტატმა, ილია წულაიამ შრომის კოდექსთან დაკავშირებით წარდგენილი ინიციატივის შესახებ გააკეთა კომენტარი. დეპუტატის თქმით, პარლამენტის მიერ არ იქნება მიღებული ისეთი რეგულაციები, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის განვითარებას შეაფერხებს.

“მთავარი ამოცანაა ბიზნესს შეეწყოს ხელი, რათა ბიზნესმა შექმნას მეტი პროდუქტი და დაასაქმოს მეტი ადამიანი. ყველაფერი რაც ამას ხელს შეუშლის და თუნდაც შეაფერხებს და გადავალთ მეორე უკიდურესობაში, მე რა თქმა უნდა შევეწინააღმდეგები. ასეთი განწყობა აქვს რა თქმა უნდა მთავრობის ხელმძღვანელსაც. დარწმუნებული ვარ არანაირი ისეთი რეგულაცია და კანონი პარლამენტის მიერაც არ იქნება მიღებული, რაც შეაფერხებს ინვესტიციების მოზიდვას, ისე პრობლემებს შეუქმნის ბიზნესს,”- განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ილია წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვას, ზეგანაკვეთის დამატებით ანაზღაურების განსაზღვრას, შეთავსებითი სამუშაოს რეგულირებას, საწარმოს გაყიდვის დროს, დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრას და კიდევ სხვა საკითხებს ეხება. დოკუმენტი ჯერ-ჯერობით პარლამენტში არ არის ინიცირებული. 

ამ დროისთვის პარლამენტში მხოლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების კანონპროექტი არის შესული, რომელიც ზეგანაკვეთურ მუშაობს კვირაში 8-საათიან ლიმიტს უწესებს.