მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წულუკიანი: პოლიცია მრევლს ეკლესიიდან "ქეჩოთი" ვერ გამოიყვანს

5e8ddec4dcfda
ინგა მურუსიძე
08.04.20 18:20
1553
პოლიცია მრევლს ეკლესიიდან „ქეჩოთი“ ვერ გამოიყვანს- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ირღვევა თუ არა კანონი ეკლესიაში ადამიანების შესვლით და უნდა დაჯარიმდეს თუ არა მრევლი, წულუკიანმა უპასუხა, რომ „წესი არის წესი ყველასთვის“.

"მე რასაც გატყობთ, ტრენდი გაქვთ პოლიციას უბიძგოთ, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში. თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელიც არავის უნდა მოუწოდებდეს, რომ შეიჭრას ეკლესიაში. თქვენ გინდათ, რომ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში და ეს ვერ მოხდება. კანონს ვინც არღვევს, ის ჯარიმდება. თუ ნახეთ ღამის კადრები, მიხვდებით, რომ ანაფორიანიც ჯარიმდება და უანაფოროც. წესი ყველასთვის წესია, მაგრამ თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შეიჭრას და „ქეჩოთი“ გამოიყვანოს მრევლი ეკლესიიდან, ეს არ არის პოლიციის მიმართულება და არც უნდა იყოს. კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს.

რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას აღდგომის დღესასწაულამდე და აღდგომის დღესასწაულზე, მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდი სურვილი და მოთხოვნილება არ უნდა იყოს, როგორც მართლმადიდებლის - ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომაზე მისვლას არ ვაპირებ. შევეცდები, რომ თუკი მედია საშუალებას მომცემს, დისტანციურად ვადევნო თვალი და ვიზეიმო ეს დიდი დღესასწაული. სახლში არავინ არაფერს გვიშლის. მე ჩემს შვილს ვუნერგავ, რომ ხატის წინ უნდა დადგეს და ილოცოს",- განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.