იუსტიციის სამინისტროში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა იგეგმება, - შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებას იუსტიციის სამინისტრო გეგმავს.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მმართველობის სააგენტოს მომიჯნავე ფუნქციების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და "სმართ ლოჯიქის" გაერთიანების გზით.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სააგენტოს კომპეტენციაში სრულად მოექცევა აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები.
"საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აქტუალობა განპირობებულია უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ციფრული მმართველობის სწრაფი განვითარებისა და მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორისათვის მომსახურების ელექტრონულად, "ერთი ფანჯრის პრინციპით", კიდევ უფრო მარტივად და მაღალი ხარისხით მიწოდების მიზნიდან გამომდინარე და, მოცემული მიზნის მისაღწევად საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციის, ორი ორგანიზაციის ფინანსური და საკადრო რესურსების, ასევე ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაერთიანების აუცილებლობით. გარდა იმისა, რომ მომიჯნავე ფუნქციების გაერთიანება და ერთი ორგანიზაციის ფორმით ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ციფრული მმართველობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვას, ამავე დროს, მოემსახურება ერთიანი მონაცემთა ცენტრების შექმნისა და რესურსების მნიშვნელოვნად დაზოგვის მიზნებს", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამასთან, ბარათში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით აქტუალურია ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანების შედეგად შექმნილი სააგენტოს საქმიანობა ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროშიც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო