მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წვა, როგორც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის მთავარი გამომწვევი მიზეზი

6214a06ee6b70
BM.GE
22.02.22 12:34
748
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს თამბაქოს წვის დროს გამოყოფილი მავნე ქიმიური ნივთიერებები იწვევს.

თამბაქოს მოხმარების განუყოფელ კომპონენტს წვა წარმოადგენს. ეს პროცესი 6000C-ზე მიმდინარეობს. შედეგად, გამოთავისუფლდება კვამლი, რომელიც 7000-მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ხოლო მათგან 100 მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერებად სახელდება.

თამბაქოს კვამლში არსებულ ქიმიურ ნივთიერებათა შორის არის აკროლეინი, ბენზოპიენი, ფორმალდეჰიდები, ციანიდ–წყალბადის მჟავა, სხვა ტოქსიკური ნივთიერებები და კარცეროგენები - კიბოს გამომწვევი ტოქსიკური ნივთიერებები.

ეს ნივთიერებები ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის: ფილტვის კიბო, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები.

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის 100%-ით შემცირება მხოლოდ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მოხმარებისთვის თავის სრულად დანებებით არის შესაძლებელი.

თუმცა, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის ეს რიცხვი უცვლელი დარჩება.

ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მეცნიერული მიღწევების გამოყენებით, შეიქმნა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, რომლებიც ტრადიციული სიგარეტის მოწევასთან შედარებით, ადამიანის ორგანიზმისათვის ნაკლები ზიანის მომტანია. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს მიეკუთვნება: ელექტრონული სიგარეტები, თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები, სნუსი.

მოწყობილობები არ იყენებენ წვის ტექნოლოგიას, არამედ ახურებენ თამბაქოს ან სპეციალურად შექმნილ სითხეს და გამოყოფენ აეროზოლს. შედეგად, ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების აეროზოლი 95%-ით ნაკლებ მავნე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს.

სამეცნიერო კვლევები აჩვენებს

ადამიანის ორგანიზმზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის აეროზოლის გავლენის დადგენის მიზნით, იაპონიაში ჩატარდა კვლევა, რომელიც 90 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სამი ფოკუს ჯგუფი მონაწილეობდა. პირველი ჯგუფი ეწეოდა სიგარეტს, მეორე ჯგუფი სრულად გადავიდა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე, მესამე ჯგუფმა კი სრულად დაანება თავი მოწევას. კვლევის ფარგლებში, პირველი 5 დღის განმავლობაში, მონაწილეები კლინიკაში, ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, შემდეგი 85 დღის განმავლობაში კი ამბულატორიულ პირობებში. თითოეული მონაწილე რეგულარულად სტუმრობდა კლინიკას და აბარებდა ანალიზებს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები ადამიანის ორგანიზმზე 15 ბიომარკერის ზეგავლენას იკვლევდნენ. შედეგად კი დადგინდა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება, ტრადიციული სიგარეტის მოწევასთან შედარებით, ამცირებს ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს, თუმცა, არ ცვლის ნიკოტინის დონეს.

შესაბამისად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების ინსტრუმენტად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ 100 მწეველს შორის თამბაქოს მოხმარებას მხოლოდ 10 ანებებს თავს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის საშუალებით, 6 ნიკოტინის ჩამნაცვლებელი თერაპიის დახმარებით, ხოლო 4 - დამოუკიდებლად.

რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის (BfR) მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ თამბაქოს აეროზოლი, ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით, დაახლოებით 90-95%-ით ამცირებს მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

მოწყობილობის შესაძლო სარგებელს აღიარებს დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის ადმინისტრაცია და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოწყობილობა არ არის სრულიად უსაფრთხო, თუმცა, ტრადიციული მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, მისი მოხმარება პოტენციურად ნაკლები ზიანის მომტანია მწეველთათვის და მათ გარშემომყოფთათვის.