მსოფლიო ინტერნეტქსელის შემქმნელმა მანიპულაციების, ე.წ "ფეიკნიუსებისა" და სახელმწიფოების ზეწოლისგან ინტერნეტის გადასარჩენად გეგმა წარადგინა. პროექტმა Facebook-ის, Microsoft-ის და Google-ს მხარდაჭერა უკვე მიიღო.
World Wide Web-ის შემქმნელ ტიმ ბერნეს ლის გეგმის Contract for the Web-ის დახმარებით, ინტერნეტქსელი პოლიტიკური მანიპულაციებისგან უფრო დაცული უნდა გახდეს, ანუ "ინტერნეტი უნდა გახდეს იმაზე უკეთესი ვიდრე არის".
გეგმა სამ მთავარ მიმართულებას მოიცავს: მთავრობები, კომპანიები და ჩვეულებრივი მომხმარებლები. თითოეულის შემთხვევაში განსხვავებული მოთხოვნებია. მაგალითად, გეგმის თანახმად, ხელისუფლებებმა უნდა უზრუნველყონ ყველას ინტერნეტთან წვდომა, არ დაუშვან მისი გათიშვა და პატივი სცენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას - კონფიდენციალურობას.
ანალოგიურია გეგმა კომპანიებისთვისაც, რომლებმაც უნდა დაიცვან კონფიდენციალურობა, პერსონალური მონაცემები და ინტერნეტი გახადონ ხელმისაწვდომი, როგორც ფასის ისე გეორგაფიული პარამეტრების მიხედვით.
რაც შეეხება მომხმარებელებს, მათ მიმართ მოთხოვნაა, რომ მონაწილეობა მიიღონ ინტერნეტქსელის კონტენტის შევსებაში, შექმნან გაერთიანებები და საზოგადოებები, რომელიც მიმართული იქნება სხვა ადამიანებისა და მათი ღირსების პატივისცემაზე. გეგმის ერთ-ერთი ჩანართში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მუქარებს, წინ უნდა აღუდგნენ მთავრობების მცდელობებს დაარეგულირონ ინტერნეტი და მხარი დაუჭირონ ისეთ ქვეყნებსა თუ კომპანიებს, რომლებიც ინტერნეტქსელის გაძლიერებისთვის მუშაობენ.
პროექტი შექმნილია World Wide Web Foundation-ის მიერ და მის დამფინანსებლებს შორისაა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა, Google-ი, Facebook-ი, Microsoft-ი და Twitter-ი. პროექტის მხარდამჭერებს მოეთხოვებათ, აქტიურები იყვნენ დასახული მიზნების მიღწევასა და გამოწვევებთან ბრძოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროექტიდან გარიცხვა მოხდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი