11.სექტემბერი .2020 09:00

www.farmershop.ge – რას სთავაზობს მომხმარებელს covid-ის დროს შექმნილი ინტერნეტმაღაზია?

views 467
უკან

პანდემიის დროს შექმნილი მაღაზია farmershop მოქალაქეებს ჩითილების შეძენისთვის ონლაინ მომსახურეობას სთავაზობს.

როგორც bm.ge-ს კომპანიების „მზაჩითილი“ და „ვიჯიტექნოს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ერჰან ზორლუმ უთხრა, პანდემიამ კომპანიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, თუმცა ახალი შესაძლებლობაც გააჩინა.

„ჩითილების შესაძენად მაღაზიაში რიგები გაჩნდა, რის გამოც გადავწყვიტეთ ახალი პროექტის - farmershop-ის განხორციელება, რაც გულისხმობს ინტერნეტ მაღაზიას და ადგილზე მიტანის წერტილებს ქალაქის ცენტრებში. შესაძლოა შემდეგი ნაბიჯი იყოს პროდუქტის მიწოდება სახლებში“, - განაცხადა ერჰან ზორლუმ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სერვისი უკვე არსებობს თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმის ცენტრებში.

„ჩვენ მიზნად ვისახავთ სოფლის მეურნეობის ახალი სეზონის დაწყებამდე კახეთის რეგიონში მიწოდების მომსახურებას.WWW.farmershop.ge - მიზნად ისახავს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს ესაჭიროებათ. მე ასევე ვიწვევ საქართველოში სხვა ქარხნებსა და კომპანიებს, შესთავაზონ თავიანთი პროდუქცია სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით. პანდემიის პერიოდში ჩვენ შევძელით შეგგვენარჩუნებინა თითოეული სამუშაო ადგილი“, - ამბობს ერჰან ზორლუ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა