26.ნოემბერი .2019 10:55

www.sakutreba.ge - TI-ის ახალი პორტალი, რომელიც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციაში დაეხმარება

views 630
უკან

„საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველომ“ ახალი ვებპორტალი www.sakutreba.ge შექმნა, რომელიც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციის პროცესში დაეხმარება.

ამის შესახებ TI facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომელსაც თან საინფომაციო ვიდეო რგოლს ურთავს.


„ვებპორტალი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ზუსტად იცოდნენ საჯარო რეესტრში წარსადგენად რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ ხელთ და მარტივად მიადევნონ თვალი საკუთრების რეგისტრაციის ფაზებს;

გზამკვლევის შექმნა ჩვენმა ორგანიზაციამ პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ გადაწყვიტა. საქართველოს არაერთ მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება და კონსულტაცია მიწის რეგისტრაციის საკითხებზე, თუმცა პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე ასევე გადავწყვიტეთ ახალი ვებპორტალის მეშვეობით ყველა იმ მოქალაქის დახმარება, ვისაც ინფორმაციის ნაკლებობის გამო მიწა დღემდე არ აქვს დარეგისტრირებული;

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით“, - აცხადებენ TI-ში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა