მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალდიდობამ ვენეცია დატბორა - ქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

5dcbbf349b6ba
მიხეილ ხაჩიძე
13.11.19 14:40
2256

ძლიერი წვიმის შედეგად ვენეცია დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურისტული ქალაქი ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად არის დატბორილი. დატბორილია  ისტორიული მოედნები და ცნობილი ნაგებობები, როგორიცაა წმინდა მარკუსის ტაძარი და ა.შ.  


ვენეციის მერის გადაწყვეტილებით, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  ლუიჯი ბრუნნაროს თქმით, ქალაქში სამაშველო სამსახურების სრული მობილიზაცია მოხდება, რათა სტიქიასთან გამკლავება შეძლონ. მან წყალდიდობის მიზეზებზე საუბრისას კლიმატის ცვლილებებს გაუსვა ხაზი.


ვენეციაში სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. იტალიური ყოველდღიური გაზეთის - Il Gazzettino-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 2 ადამიანია დაღუპული.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში წყალდიდობის სიმაღლემ 187 სმ-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1966 წლის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ; მაშინ წყლის დონე ვენეციაში 194 სმ-ს შეადგენდა.