მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წყალი მარგებელი” - წლის ბოლოსთვის გაყიდვების 20%-იან ზრდას ველოდებით

6156a89cc3b9e
ლიკა გურაბანიძე
01.10.21 23:20
657

მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელ კომპანიაში “წყალი მარგებელი” 2021 წლის ბოლოსთვის გაყიდვების 20%-იან ზრდას ვარაუდობენ. „წყალი მარგებელი“, რომელიც ნაბეღლავს, ბახმაროს და ჯეო ნატურას ბრენდებს აერთიანებს, აცხადებენ, რომ გასული წელი გამოწვევებით სავსე იყო.

“ჰორეკა სექტორის დახურვამ ჩვენს ბაზარზეც უდიდესი გავლენა იქონია, თუმცა საექსპორტო ქვეყნების გაზრდით ჩვენი გაყიდვების დარეგულირება შევძელით. ჩვენი ქარხნის შესაძლებლობების სრულად ათვისებას ახლაც ვცდილობთ. პანდემიამ დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.

მათ შორის, ვალუტის არასტაბილურობა, ტრანსპორტირებაზე ფასების ზრდა და ნავთობპროდუქტებზე გაძვირებული ფასებია. სწორედ შეფერხებული ლოგისტიკის გამო ზაფხულის შეკვეთების გადაზიდვას სექტემბერში ვცდილობდით", - განმარტა ბერიშვილმა.

როგორც ბერიშვილმა აღნიშნა, კომპანია ბაზრების დივერსიფიცირებას ახორციელებს და მისთვის რუსეთი მთავარი საექსპორტო ბაზარი არ არის.

ცნობისთვის: ნაბეღლავი ამჟამად 30 ქვეყანაში გადის. მათ შორის ბრიტანეთში ბელარუსში, უკრაინასა და ყაზახეთში.