25.სექტემბერი .2021 18:00

“წყალი მარგებელი”: ფასები ჯერჯერობით შენარჩუნებულია, თუმცა არ ვიცით, მომავალში როგორი სიტუაცია იქნება

“წყალი მარგებელი”: ფასები ჯერჯერობით შენარჩუნებულია, თუმცა არ ვიცით, მომავალში როგორი სიტუაცია იქნება
views 340
უკან

საქართველოს ერთ-ერთ მსხვილ ჰოლდინგურ კომპანიაში „წყალი მარგებელი“, რომელიც მინერალური და მტკნარი წყლების მიმართულებით "ნაბეღლავის", “ბახმაროს” და “ჯეო ნატურას” ბრენდებს აერთიანებს, აცხადებენ, რომ 2021 წელს ზრდა მათ საექსპორტო ბაზრებზეც აისახა. წლის ბოლოს 20%-იან ზრდას პროგნოზირებენ, რის მიღწევასაც გააქტიურებული მარკეტინგული კამპანიის და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებით გეგმავენ. ფასების ზრდა არსებული გარემოებების გათვალისწინებით მოუწიათ.

“პანდემიის პერიოდში მოხდა ვალუტის დევალვაცია, ლოგისტიკაზე ფასის გაზრდა, ნავთობის ფასის ზრდა და ამ ყველაფერმა ჩვენი პროდუქტის ფასზეც იქონია გავლენა. თავდაპირველად პანდემიის დაწყების შემდეგ რამდენიმე თვეში ფასის ზრდა დაახლოებით 10%-ით მოგვიწია, შემდგომ კი მეორედაც გავზარდეთ ფასები.

ჯერ ფასები შენარჩუნებულია, თუმცა საბოლოო პასუხის თქმა არ შემიძლია, რადგან არ ვიცი მომავალში როგორი სიტუაცია იქნება. კერძო სექტორი ასეთი ცვლილებების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა", - განაცხადა “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.