მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“წყალი მარგებელი”: კომპანიის ფინანსურად განვითარებისთვის ქვეყანაში მეტი ინსტრუმენტია საჭირო

5fbb63ac56f17
ლიკა გურაბანიძე
23.11.20 23:00
996

“ჩვენს რეგიონში ვალუტის კურსი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რაც ფინანსურ სტრუქტურას და ჩვენს გეგმებს ცვლის”, - ამის შესახებ „წყალი მარგებელის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა თინათინ მახარაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც მახარაძემ აღნიშნა, კომპანიის ფინანსურად განვითარებისთვის ქვეყანაში მეტი ინსტრუმენტის არსებობაა საჭირო.

“ეკონომიკური სტაბილურობა არის პირველი, რაც კომპანიას განვითარებისთვის სჭირდება და ფინანსური ინსტრუმენტები, რაც ასევე ვალუტის კურსის რისკების დაზღვევაში დაგვეხმარება. სწორედ იმ ფინანსური ინსტრუმენტების არსებობა, რაც ვალუტის კურსის რისკების დაზღვევაში დაგვეხმარებოდა, უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და სავალუტო რისკის ჰეჯირება კომპანიებისთვის განსაკუთრებულად დიდ ხარჯებს არ უნდა წარმოადგენდეს.

ორი თემის მოგვარებაზე გავაკეთებდი აქცენტს. სავალუტო სტაბილურობა და საერთო ხედვა ექსპორტის შედარებით გრძელვადიან განვითარებაზე, ეს გარე ფაქტორებია და დანარჩენი კომპანიის მონდომებაზე, მის ხარისხზე და მუშაობაზეა დამოკიდებული. ამ ორ საკითხზე ვისურვებდით, რომ სამომავლოდ მოგავრებული იყოს.” - განაცხადა თინათინ მახარაძემ.