მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანში წყლის უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინა

5e1df19c5b4c7
BM.GE
14.01.20 20:49
1186
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში, წყლის სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები გამოავლინეს.

უკანონო დაერთებების დემონტაჟი (ჩაჭრა) ადგილზევე განხორციელდა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტები. ამჟამად მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს ცენტრალური მაგისტრალიდან. ობიექტების საბოლოო დადგენის შემდეგ, კომპანია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

უკანონო დაერთებები აღმოჩენილია წყალმომარაგების სისტემის იმ მაგისტრალზე, რომლითაც ხდებოდა ბაკურიანის ძირითადი ავზის შევსება. შესაბამისად, მაგისტრალიდან საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა, რაც დამატებით აფერხებდა დაბის გამართულ წყალმომარაგებას.