მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ბაკურიანში წყლის დეფიციტი მოსალოდნელი იყო

5e108569313c0
შოთა ტყეშელაშვილი
04.01.20 16:19
3339

ზამთრის საკურორტო სეზონს ბაკურიანი სასმელი წყლის დეფიციტით შეხვდა, არაერთი სასტუმროს დამსვენებლებმა შექმნილი ვითარების გამო ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღეს. 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ ბაკურიანში წყლის დეფიციტი მოსალოდნელი იყო, რადგანაც ტურისტული პიკის პერიოდში წყლის მიწოდება არსებულ მოთხოვნას არ ყოფნის. გალდავას თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და დღეს საღამოს სავარაუდოდ, წყლის მიწოდების მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდება. 

"ბაკურიანში ჩვენ ველოდებოდით, რომ ასეთი პრობლემა იქნებოდა, რადგანაც წყალი არასდროს ყოფნიდა იმ პერიოდში, როდესაც პიკური რაოდენობის დამსვენებელი ჩადის ხოლმე ბაკურიანში. 20-მდე სასტუმროა, დიდი და დანარჩენი პატარა სასტუმროებია, სადაც წნევის პრობლემა აქვთ და ძირითადად საღმოს საათებში და ღამით არის დაბალი წნევით წყალი. ახლა ვიმყოფებით ბაკურიანში, ვცდილობთ გარკვეული სამუშაოები ჩავატაროთ და დღის ბოლოს ალბათ უკეთესი სიტუაცია გვექნება,"- ამბობს ეკატერინე გალდავა.