რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გრიგოლ მანდარია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელი მშენებლობის მიმდინარეობით უკმაყოფილოა. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
გრიგოლ მანდარიას განცხადებით, სამუშაოები არ არის დამაკმაყოფილებელი, რის გამოც კონტრაქტორ კომპანიას უახლოეს დღეებში ტემპის გამოსწორება და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად დასრულება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს მიიღებს.
პროექტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს კანალიზაციის ჭები, გამყვანი კოლექტორი და მოეწყოს წყალარინების ქსელი. სამუშაოებისთვის 130 000 ლარამდეა გამოყოფილი.
მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში დევნილი ოჯახების შესახლების შემდეგ, 1700-მდე მცხოვრები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ამ ეტაპზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას ზუგდიდში, ფოთში, მესტიაში, ანაკლიაში, ოზურგეთში, ახალციხეში, აბასთუმანში, ბოლნისში, მარნეულსა და გუდაურში ახორციელებს. პროექტების დასრულების შემდეგ, დამატებით 200 ათასზე მეტი ადამიანი გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის