ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეისთვის წყალტუბოში 10-ზე ნაკლები სასტუმრო ფუნქციონირებს, მათგან არცერთი არ არის მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო და იმისთვის, რომ კურორტმა მიიღოს უფრო მაღალი მსყიდველუნარიანი ტურისტი და მეტი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან, საჭიროა მაღალი ხარისხის ბრენდული სასტუმროების განვითარება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი საინვესტიციო პაკეტის შეთავაზების შემდეგ, მივიღებთ ისეთ ინვესტიციებს, როგორსაც ველით და როგორსაც იმსახურებს წყალტუბო. ყველა შეფასებით, ათჯერ გაიზრდება უძრავი ქონების ფასი და წყალტუბო გახდება მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი, სადაც განვითარდება არამხოლოდ სასტუმრო ობიექტები, არამედ ყველა ის დამხმარე ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საბოლოოდ წყალტუბოში მივიღებთ 6,000 საწოლ ფონდზე მეტს და ეს იქნება იმაზე მეტი, რაც ყველაზე პიკურ პერიოდში იყო ხელმისაწვდომი საწოლი ადგილები კურორტზე.
გარდა ამისა, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოს ბიზნესპოტენციალი ძალიან კარგად არის შეფასებული, ამ შესწავლის შედეგები გათვალისწინებულია კურორტის ახალ, კონცეპტუალურ გენერალურ გეგმაში და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
„წყალტუბოს გენერალური გეგმა ძალიან მნიშვნელოვანი ღერძი, რომელზეც კურორტის განვითარებას ვაფუძნებთ და მისი განვითარება წარმოგვიდგენია. გენგეგმის შემუშავებაში ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები გვყავდა ჩართული, ასევე წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალის შეფასებისას გვყავდა უძრავი ქონების ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, „კუშმანი.“ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც საპრივატიზაციოდ წარმოდგენილი თითოეული პროექტი გაიყიდება და გვეყოლება ახალი ინვესტორები, მათთან ერთად შევძლებთ უკვე დეტალებზე მუშაობას და გენერალური გეგმის დეტალების დაზუსტებას იმგვარად, რომ თანხვედრაში იყოს ჩვენი ხედვა და ინვესტორების ინტერესები თუ საჭიროებები“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ძირითადი რამდენიმე მიმართულება უნდა გამოიყოს, მათ შორის განსაკუთრებულია ავთენტურობისა და იმ ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, რომელიც უნიკალური არქიტექტურის სახით დღეს კიდევ არის წარმოჩენილი. შესაბამისად, ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კულტურული მიმართულება, გარდა იმისა, რომ მოხდება 22 სანატორიუმის სრული რეაბილიტაცია, რომლებიც წლის განმავლობაში 300 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა.
„ჩვენ მოვახერხებთ კულტურული კომპლექსების განვითარებას, რა თქმა უნდა, უნიკალური გასტრონომიით და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხის აგროპროდუქტებით, აგრობაზრით, რომელიც ზუსტად ნატურალურ, ბუნებრივ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობას გააჩენს სტუმრებისთვის და ესეც იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი