ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი წყალტუბოში, კატარული ინვესტიციით მაღალი დონის მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის შექმნას აანონსებს.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, წყალტუბოში უცხოელი ინვესტორი, კერძოდ, კატარული კომპანია „გოლდენ თაუერ ინვესტ გრუპი“ შემოვა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“ ფარგლებში, კატარულ საინვესტიციო ჯგუფს ხუთი ობიექტი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცემა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია რომელ სანატორიუმებზეა საუბარი, რა ფასად და რა წესით მოხდება უძრავი ქონების გადაცემა ინვესტორზე. თუმცა თქვა, რომ კატარული საინვესტიციო ჯგუფისთვის მინიმალური საპრივატიზაციო თანხა დაახლოებით 12 მლნ ლარი, საპრივატიზაციო ვალდებულება კი 35 მილიონ ლარამდეა.
„აუქციონზე გამოტანილი იყო ის ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად შეისწავლა უძრავი ქონების ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა კომპანიამ. შესაბამისად, მოხდა რამდენიმე ობიექტის რეალიზაცია და საინვესტიციო შეთანხმება ქართველ ინვესტორებთან. ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს“-ს ფარგლებში მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. ეს იქნება სხვადასხვა დონის, 3, 4, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები იმ კვლევისა და შესწავლის შესაბამისად, რაც ჩვენ კომპანია „კოლიერსთან“ ერთად გავაკეთეთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში ინვესტორებისთვის საპრივატიზებო აუქციონებზე 14 სანატორიუმის გამოტანას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს.
ლევან დავითაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს სწორედ იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომლებიც წყალტუბოს კურორტის გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევადაა საჭირო. ამასთან, მისი განმარტებით, არსებობდა შემდეგი მნიშვნელოვანი წინაპირობა - სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა და დღეს ისინი ხელმისაწვდომია როგორც ამ მომსახურებით დაინტერესებული კერძო პირებისთვის, ისე ყველა იმ ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი