ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინი“ გახდა. საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის მიერ დადგენილ პრეტენდენტებს შორის საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა.
მათი ცნობით, კონკურსში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა - შპს „ბაუ დიზაინი“, შპს „არტსტუდიო-პროექტი“ და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“.
წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა.
„ბაუ დიზაინის ეგიდით წარმოდგენილი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისგან. საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება იტალიელი არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი მარკო არდიელი. იგი სპეციალიზირებულია ურბანულ დაგეგმვასა და ქალაქგეგმარებაში, ისტორიული ქალაქების ტურისტული ინდუსტრიის სფეროში, არის ურბანული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INU) და იტალიის არქიტექტორთა ასოციაციის წევრი. აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი ქალათმშენებლობითი პროექტები. საპროექტო ჯგუფის კონსულტანტად მოწვეულია არქიტექტორი და კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი ფერუჩიო ტაზინატო. ქალაქგეგმარებითი მიმართულებით იმუშავებენ მიშა ბალიაშვილი და შპს ,,ბაუ დიზაინი“-ს სპეციალისტები, ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება ფრედერიკ ლე ფიშუ, ეკონომიკური ჯგუფის კონსულტანტი - დევიდ ნათი, ეკონომიკური ნაწილს წარმოადგენს - ,,ვერიტას ბრაუნ კაუკასუსი/კუშმან ვაგეფილდი, გარემოს ნაწილს - გარემოსდაცვითი სამართლის და აუდიტის ცენტრი და ტურიზმის ნაწილს - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“,- ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 90 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს.
გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა