მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოში 5 სანატორიუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

60abb8b36f19d
BM.GE
25.05.21 09:40
3346
წყალტუბოში, სანატორიუმებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსები მიენიჭა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ პაატა გაფრინდაშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ობიექტების შესახებ ინფორმაცია მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში აისახება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსები მიენიჭა არა მხოლოდ წყალტუბოს, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ ობიექტებს.

ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში: სანატორიუმი „ივერია“; სანატორიუმი „გელათი“; სანატორიუმი „იმერეთი“; სანატორიუმი „მედეა“; სანატორიუმი „მეტალურგი“; წყალტუბოს №6 წყაროს შენობა; წყალტუბოს №8 აბაზანა; წყალტუბოს კრინიგზის შენობა;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ,,კადარის ნაოხვამური” (სამლოცველო);

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ციხისძირის ყოფილი ავტობუსის გაჩერება;

ჭიათურის მუნიციპალიტეტში - ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი; “ნასაყდრის” წმ. გიორგის ეკლესია და თეთრი გიორგის ეკლესია.

შეგახსენებთ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ოქტომბერში დააანონსა.

„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება“, - წერდა ივანიშვილი მაშინ გავრცელებულ წერილში.

აღნიშნული ანონსის შემდეგ დაიგეგმა წყალტუბოს გენერალური გეგმის შედგენა, თუმცა ის ამ დრომდე არ დასრულებულა.