წყალტუბოში, სოფელ ქვილიშორში, პრომეთეს მღვიმესთან ახალი სასტუმრო-კომპლექსი „Prometheus Epic Hotel & Spa“ გაიხსნა, რომელიც 26-ნომრიან სასტუმროს, ღვინის მუზეუმს, რესტორანს, ორი ტიპის აუზსა და ჯაკუზს, ასევე საუნას აერთიანებს. პროექტში ჯამში დაახლოებით 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ის ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსი რეგიონში 60 ადამიანს ასაქმებს.
სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი ნინო ჯაფარიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ „Prometheus Epic Hotel & Spa“ წყალტუბოში ერთ-ერთი მასშტაბური კომპლექსია და ის, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს მასპინძლობს.
რაც შეეხება სასტუმროში განთავსების ღირებულებას, ნომრის ფასი საუზმით სეზონზე დაახლოებით 240 ლარია.
„სასტუმრო 1 წელია, რაც გაიხსნა. ეს მეგობრების ბიზნესია, თავდაპირველად მხოლოდ ერთ-ერთ ჩვენგანს ჰქონდა მიწა, შემდგომ მეორე მეგობარმაც იყიდა, შემდეგ კიდევ ერთმა და ასე, ერთიანი ძალებით ტერიტორია გავაერთიანეთ და ტურისტული კომპლექსი ავაშენეთ. სასტუმრო ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილ 26 ნომერს, ორი ტიპის აუზსა და ჯაკუზს, საუნებს, ღვინის მუზეუმს და რესტორანს აერთიანებს. უკვე ერთი თვეა საკმაოდ აქტიური სეზონი დაიწყო, გასულ წელს პანდემიის გამო რამდენიმე დღე დავიხურეთ კიდეც. ამ ეტაპზე გვყავს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებლებიც.
ადგილზე 60-მდე ადამიანს ვასაქმებთ. ცუდია, რომ ადგილობრივებს მუშაობა არ უნდათ, ამიტომ ძირითადი კადრები ქუთაისიდან გვყავს“, - აღნიშნავს „Prometheus Epic Hotel & Spa“-ს მფლობელი.
ნინო ჯაფარიძე სასტუმროს სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, „Prometheus Epic Hotel & Spa“ ჯამში 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კი აუთვისებელია, ამიტომ კომპლექსი გაფართოებას განიხილავს.
„წყალტუბოს დიდი პოტენციალი აქვს. ადგილზე საბავშვო ატრაქციებისა და კოტეჯების განთავსებას ვაპირებთ“ - ამბობს ის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი