20.ოქტომბერი .2019 17:18

წყალტუბოში იუსტიციის სახლი აშენდება, რომლის სახურავზეც მზის პანელები დამონტაჟდება

views 516
უკან

წყალტუბოს იუსტიციის სახლი ექნება. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა იუსტიციის სახლს უკვე გამოცხადებული აქვს, ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 556 858 ლარია.

შესყიდვა 18 ოქტომბერს არის გამოცხადებული და წინადადებების მიღება 8 ნოემბერს სრულდება.

პროექტის მიხედვით, იუსტიციის სახლის შენობის სახურავზე დაგეგმილია მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობა.

მზის ელექტროსადგურის სადგურის სიმძლავრე 34.56 kWp იქნება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა