საქართველოს მთავრობამ დღეს საინვესტიციო პროექტი - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ წარადგინა. პროექტის ფარგლებში ხელისუფლება წყალტუბოში 50 მლნ ლარის ღირებულების 14 პროექტს გასაყიდად გამოიტანს და ინვესტორების მხრიდან 500 მლნ ლარის ინვესტირებას დაელოდება. მსოფლიო დონის ბალნეოლოგიური კურორტად გადაქცევისთვის კი სახელმწიფო თავის მხრივ საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს.
რა მნიშვნელობა აქვს კურორტის განვითარების წარდგენილ გეგმას თავად კურორტის და წყალტუბოში დღეისთვის მოქმედი ბიზნესებისთვის ამ კითხვებით BM.GE-მ მოქმედი Legend Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელ ანდრო ჯიშკარიანს მიმართა.
სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი საინვესტიციო პროექტი ცალსახად მნიშვნელოვანია, თუმცა ტურისტულ მიზიდულობის ადგილად გადასაქცევად დიდი სარეკლამო კამპანიაა საჭირო.
„მთლიანად თუ განვითარდება კურორტი კარგი იქნება, რადგან მიტოვებული შენობებია, რომელიც რეალურად ჩამომსვლელებში ნეგატივის გარდა სხვა არაფერს იწვევს, თუმცა ამას უნდა მიჰყვეს ძალიან სერიოზული PR-კამპანია. დღეს წყალტუბოში (განთავსების ადგილების) მიწოდება მოთხოვნით ვერ კმაყოფილდება, შესაბამისად დიდი PR-კამპანია უნდა მიჰყვეს, რომ ლოკაცია ტურისტულად საინტერესო იყოს და უფრო დიდი ნაკადები მოიმართოს აქეთ.
ლოკაცია მთლიანად უნდა განვითარდეს, რასაც არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება. რაც უფრო მეტი გასართობი, მეტი მიზიდულობის ცენტრი იქნება და ლოკაციის მეტი რეკლამირება მოხდება, მით უფრო კარგი იქნება“, - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.
Legend Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებლის მოსაზრება, მისი სასტუმროს დატვირთულობიდანაც საბუთდება. ანდრო ჯიშკარიანი მაჩვენებლების გაზიარებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს: „დღეს სასტუმროს დატვრითულობა საკმაოდ დაბალია. ჩვენ შემთხვევაში 2021 წლის მონაცემებს უთანაბრდება, რომელიც კარგი წელი ნამდვილად არ იყო. იმედი გვაქვს ივლისი-აგვისტო უკეთესი იქნება“, - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.
კითხვაზე - დაინტერესდება თუ არა სასტუმროს მფლობელი ახალი საინვესტიციო პროექტებით, ანდრო ჯიშკარიანმა პასუხისგან თავი შეიკავა.
ცნობისთვის: დღეს გამართულ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ საინვესტიციო პროექტების წარდგენისას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კურორტზე დღეისთვის 10 განთავსების ობიექტი მოქმედებს, რომელთაგან არც ერთი ბრენდული არ არის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი